საფრანგეთში საქართველოს საელჩოში ტერაქტისას დაშავებული ან დაღუპული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შესულა

საფრანგეთში საქართველოს საელჩოში ტერაქტისას დაშავებული ან დაღუპული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შესულა

საფრანგეთში საქართველოს საელჩოში, ტერაქტის შედეგად დაშავებული ან დაღუპული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ შესულა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ელჩმა ეკატერინე სირაძე-დელონემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, დაღუპულთა იდენტიფიცირებას სამართალდამცველები ახლა ახორციელებენ.
"დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ საელჩოში ინფორმაცია არ შემოსულა. ბუნებრივია, სამართალდამცველებს ჯერ არ აქვთ ყველა დაღუპული ადამიანის სახელი და გვარი. ამის შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ დღეს დადგინდება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მათ შორის ჩვენი მოქალაქეები არ იქნებიან", - განაცხადა ეკატერინე სირაძე-დელონემ.
რაც შეეხება საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ცხელი ხაზის ნომერს, ელჩის განმარტებით, ძირითადად შეშინებული ადამიანები რეკავენ.
"ძირითადად შეშინებული და დაბნეული მოქალაქეები რეკავენ. ბევრი არა, მხოლოდ რამდენიმე ზარი განხორციელდება. მათგან ერთ-ორს აინტერესებდა საზღვრების ჩაკეტვასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ანუ შეძლებდნენ თუ არა უკან დაბრუნებას", - აღნიშნა საფრანგეთში საქართველოს ელჩმა.
ეკატერინე სირაძე-დელონის ინფორმაციით, მომხდარის გამო დღეს პარიზში სკოლები და სხვა სასწავლო დაწესებულებები დაკეტილია.