უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინელებს მოუწოდა, მზად იყვნენ იმ სავაჭრო ომისთვის, რომელიც, მისი თქმით, შესაძლოა, რუსეთმა წამოიწყოს მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან - იმ დროიდან, როდესაც ძალაში შევა შეთანხმება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
"უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ პოროშენკომ ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილი მოლმსტრიმთან შეხვედრაზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონა, რომელიც 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება, უკრაინასა და ევროკავშირის ქვეყნებს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაიყვანს და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას.
მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან რუსეთი უკრაინის სასოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტებზე ემბარგოს დააწესებს.