გიორგი კვირიკაშვილი - ტერორისტული აქტები პარიზში წარმოადგენს უმძიმეს დანაშაულს კაცობრიობის წინაშე

გიორგი კვირიკაშვილი - ტერორისტული აქტები პარიზში წარმოადგენს უმძიმეს დანაშაულს კაცობრიობის წინაშე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე პრემიერი გიორგი კვირკაშვილი საფრანგეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო განცხადებას ავრცელებს. 
" შეძრწუნებული ვარ საფრანგეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ ფრანგ ხალხს და საფრანგეთის ხელისუფლებას ამ მძიმე ჟამს და ვუცხადებ მათ თანადგომას. პირადად ჩემი და საქართველოს ხელისუფლების სახელით სასტიკად ვგმობ მომხდარს. მიმაჩნია, რომ ტერორისტული აქტები პარიზში, რომელებსაც ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, წარმოადგენს უმძიმეს დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და მიმართულია მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ",-ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.