იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC იაპონიის მეტეოროლოგიურ სადგურზე დაყრდნობით ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაგოშიმას პრეფექტურაში კუნძულ ნაკანოშიმას 30 სანტიმეტრის სიმაღლის ცუნამი უახლოვდებოდა, თუმცა ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.
გამოცემის ცნობით, კუნძულებზე კაგოშიმასა და სატსუნანზე ცუნამის შესახებ გაფრთხილება მოგვიანებით გაუქმდა. მიწისძვრის შედეგად დაშავებულებისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.