ფრანგული გამოცემა France 24 პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ ბატაკლანის თეატრში დაღუპულთა რიცხვი 100-ის ფარგლებშია.მათ შორის ოთხი ტერორისტია. სულ კი ტერორისტული აქტების დროს, არსებული მონაცემებით, 140-მდე ადამიანია დაღუპული .
პარიზში ტერორისტული აქტები დღეს იმ დროს განხორციელდა, როდესაც საფრანგეთ-გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა. მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც ესწრებოდა. ერთ-ერთი აფეთქება სწორედ სტადიონის მახლობლად მოხდა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ოლანდმა განცხადება სატელვიზიო გამოსვლისას ცოტა ხნის წინ გააკეთა. მანვე ფრანგ ხალხს სოლიდარობისა და სამძიმრის სიტყვებით მიმართა.
ამასთან, როგორც ოლანდმა აღნიშნა, მომხდარი ტერაქტების გამო, ქვეყნის საზღვრები უკვე ჩაიკეტა. ხვალ პარიზში სასწავლო დაწესებულებები - უნივერსიტეტები, სკოლები და საბავშვო ბაღები დაკეტილი იქნება.