საქართველოში 15 ნოემბერს გამოიდარებს

საქართველოში 15 ნოემბერს გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას განცხადებით, დღეს მთიან რაიონებში იწვიმებს, რომელიც შემდგომ თოვაში გადაიზრდება.

როგორც გვაზავამ „პირWელთან“ საუბრისას აღნიშნა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, ნალექია მოსალოდნელი.

„დღეს საღამოს, საქართველოს უმეტეს რაიონში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია ნალექი. მთიან რაიონებში იწვიმებს, მაგრამ წვიმა თოვაში გადაიზრდება. ზოგან იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი“- განაცხადა გვაზავამ.

მისივე განმარტებით, ქარი 15 ნოემბერს ჩადგება.

„ხვალ, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, შენარჩუნდება ქარი, რომელიც 15 ნოემბერს ჩადგება და გამოიდარებს. 16 ნოემბერს ნალექის განახლება და არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი“,- აღნიშნა დოდო გვაზავამ.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 15 ნოემბრამდე წვიმაა მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.