პრემიერ-მინისტრმა საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა

პრემიერ-მინისტრმა საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა

სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს სპიკერთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

მოგვიანებით პეტერ პელეგრინმა ირაკლი ღარიბაშვილს ბრატისლავას ციხე-კოშკი დაათვალიერებინა და ღირშესანიშნავი ნაგებობის ისტორია პირადად მოუყვა.

სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს სპიკერმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დუნაის სანაპიროდან ბრატისლავას ხედები დაათვალიერეს.