რეგიონებში სტიქიის ზონებში იმყოფებიან და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები. დეპარტამენტის უფროსის გიორგი ამაშუკელის განცხადებით, სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად, რეგიონებში სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს. სტიქიის შედეგად მიყენებულ ინფრასტრუქტურულ ზარალს მთლიანად მთავრობა აანაზღაურებს.