პარლამენტმა თანამდებობის პირებისთვის პრემიების შეზღუდვასთან დაკავშირებული კანონპროექტი ჩააგდო

პარლამენტმა თანამდებობის პირებისთვის პრემიების შეზღუდვასთან დაკავშირებული კანონპროექტი ჩააგდო

საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს კანონპროექტი "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა, მეორე მოსმენით ჩააგდო.

კანონში ცვლილებების შეტანას მხარი 44-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი სამი იყო. ცვლილებების მისაღებად კი, 50 ხმა იყო საჭირო.

აღნიშნული კანონის ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის წევრები, მინისტრები, მათი მოადგილეები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები, თავმჯდომარეები, მოადგილეები, მინისტრები და მათი მოადგილეები, 2016 წლის 1 იანვრამდე პრემიებს კანონის ძალით ვერ მიიღებენ.

გარდა ამისა, აღნიშნული კანონის ამოქმედების შემთხვევაში, პრემიებს ვერ მიიღებენ: საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსები და მათი მოადგილეები, საქართველოს უშიშროების საბჭოს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის მდივნები და მათი მოადგილეები.