საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი მიიღო

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი მიიღო

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს იოჰანეს დუმას შეხვდა.

როგორც "პირWელს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-ჰოლანდიურ ურთიერთობებს და არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობას და საქართველოში მეტი ჰოლანდიური ინვესტიციის მოზიდვის აქტუალობას.

საგარეო უწყების ცნობით შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამომავლო პერსპექტივები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონში მიმდინარე მოვლენები.