დიტო გელოვანი: ცუდი, გიჟი, ბოროტი

დიტო გელოვანი: ცუდი, გიჟი, ბოროტი

[დიტო გელოვანი. ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში – „ვერსია“]

გალიის ირგვლივ კი ზედაქალაქის რჩეულ მამაკაცთა მთელი ნაღები სეირის საჭვრეტადშეკრებილიყო – ხნიერთა დასის უხუცესი პორფირიო და დიდვაჭარი არტემიო ვასკეს, გენერალი ხორხე და დამსჯელი რაზმის კეთილ გენერალი რამოს, ლამაზგენერალი და გამჭრიახი ადმირალი ციცკა, ყელშეფუთვნილი კარის ტენორი ეზეკიელ ლუნა, საჩუქართსაქმისმწარმოებელი შიშველი ინისეტო და დიდი მარშლის პირადი აღმასულებელი უძვლო კადიმა, გასაიდუმლოებული მექისე ლეიტენანტი ალფრედო ევია და ყოვლად გამომზეურებული ყალმის დიდოსტატი გრეგ რიკიო, სრულიად კამორას მთავარ შემმოწმებლად აღზევებული ყოფილი ჯიბის ქურდი პედრო კარდენასი და ბრჭყვიალა პოლკოვნიკი გრადჰალლე სეზარ, ხოლო ძვირფასი შენობის საიდუმლო ფარდის ერთ–ერთი ამოქარგული თვალიდან თვით გრანდისსიმოჰალლე – სამფეროვანი ქალაქის კლაკნილ გზაზე სწორუპოვარი წარმმართველი, დიდი მარშალი ედმონდო ბეტანკური იჭვრიტებოდა.

(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)

 

სტუმარი ღვთისაა – ეს სიტყვები, ალბათ, ერთ–ერთი საუკეთესოა, რაც ქართველ კაცს უთქვამს. ამ ორ სიტყვაში ყველაფერია – ღმერთიც, ადამიანიც და ადამიანობაც. რა თქმა უნდა – გაგებაც, რომელიც მთავარია და რის გარეშეც ადამიანი არაფერია.

გასულ კვირაში სააკაშვილი პარლამენტს ესტუმრა. სტუმრობას მიეძღვნა ნიუსები, სტატიები, სიუჟეტები, რეპორტაჟები, კომენტარები... ნინა წკრიალაშვილმა, ალბათ, სიმღერა მიუძღვნა, ტარიელ ჭანტურიამ – ლექსი, ფრიდონ თოდუამ – ოპერაცია... „პრეზიდენტმა ბრძანა“, „პრეზიდენტმა აღნიშნა“, “პრეზიდენტმა შეაფასა“ – შემასმენელი სხვადასხვანაირი იყო, ქვემდებარე – ყველგან ერთნაირი, ბრუნვებში. პრეზიდენტი, პრეზიდენტმა, პრეზიდენტს, პრეზიდენტის...

 

გაუტკბა ბიჭს სტუმრობა, გამტკბარი სტუმრობა კი რით განსხვავდება მასპინძლობისგან? დიდი არაფრით, მითუმეტეს, თუ მასპინძლებს პეტრე, პავლე და ნუგზარა ჰქვიათ.

 

სააკაშვილს, სააკაშვილის... – ვფიქრობ, ერთი გვარი და ორი ბრუნვაც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ გავიხსენოთ ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში, როდესაც სააკაშვილს პარლამენტში სააკაშვილის შექების მოსმენა მოუნდა.

და, ვინც არ შეაქო, ყველა ღორებს შეადარა.

 

პრეზიდენტები ასე არ იქცევიან, ეს ვიგინდარების სტილია, 97 პროცენტით არჩეული ვიგინდარების სტილი.

 

ქებათა–ქება ჯონდი ბაღათურიას. ყველაფერი თქვა, რაც უნდა ეთქვა და თქვა იმ ტრიბუნიდან, რომელ ტრიბუნასაც ჯერ კიდევ ასდის გურამ ჩახვაძის სუნი. დედაც უხსენა, მამაც და მეგობრებიც. ასე ჰქვიათ, თორემ სად ყავთ ვიგინდარებს მშობლები და მეგობრები?

 

რეაქცია ისეთი იყო, ვიგინდარებს რომ შეჰფერით: „ტალახში წოლა თქვენი ბუნებრივი მდგომარეობაა. ვეტყვი მანდატურებს, მოგიმზადებენ ტალახს და ჩაწექით“.

და, გაიქცა.

 

ჯონდიმ ჩემი სათქმელი უთხრა და სააკაშვილის სიტყვები საკუთარ თავზე მივიღე. მაშ, ტალახში წოლა ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა და ღორი ვარ? ჰოდა, ნათელაშვილმა რომ თქვა, ვინც „დაუნ ზი დიქტეიტეზე“ იცინის, ყველანი მინდორში დაგდებული, კბილებდაკრეჭილი მკვდარი ვირები არიანო, ეგეც ჩემი მისამართით იყო.

 

ეს ჩემისები ერთმანეთს ეჯიბრებიან თუ როგორ არის მაგათი საქმე?

ჩემსას მე ვეტყვი: გადააფსით ერთმანეთს.

ყველამ თავისი უთხრას ორ ბრუნვაში და მჭახე ზმნით.

 

ვიღაცამ არ იცის ინგლისური, ვიღაცამ კი არ იცის, რომ თანამედროვე ქართულში სიტყვა „გაღლეტილი“ მატყუარას, წვრილმან აფერისტს ნიშნავს, მლიქვნელიც რომ არის ამავე დროს, იმავე დროს და ყველა დროში. ისინი ასე საუბრობენ:

 

ჩემი მთავრობის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა ღარიბი ოჯახებიდან არის წამოსული და არც მთავრობაში ყოფნის დროსუშოვიათ არაფერი.

 

მთავრობის მთავარი პრინციპი - თანასწორობის იდეა შესრულებული იქნება“.

 

მთავარი სირთულეები ჩვენმა ქვეყანამ უკვე გადალახაყველაზე მძიმე გამოცდას ჩვენმა ეკონომიკამ უკვე გაუძლოწინსვლის პროცესი,რომელიც ახლა სახეზეასულ უფრო და უფრო დიდი ტემპებით ჩაიბავს საქართველოს ოჯახებს.

 

ნუ გეშინიათგქონდეთ ხვალინდელი დღის იმედირადგან მთელი მთავრობის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია იქეთკენრომქვეყნის წარმატება თქვენ პირად წარმატებად აქციოთნუ გეშინით და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედირადგან მეროგორც თქვენსმიერ არჩეულ პრეზიდნეტსკარგად მესმის თქვენი და სრული სიმწვავით ვგრძნობ თქვენს ტკივილს.

 

ვინც მისტირის ძველ საავადმყოფოებს, შეუძლიათ ყველანი დაწვნენ ძველ საავადმყოფოებში, ახალ საავადმყოფოებში გაგვატარეთ ყველა, ვისაც გვჯერა , რომ ეს ასი თავით ჯობია იმას, რაც იყო“.

 

ასე საუბრობენ გაღლეტილები, რომლებიც ამავე დროს, იმავე დროს, და ყველა დროში, ყველაფერთან ერთად, უზრდელებიც არიან. სახელმწიფო მდივნები (გუდიანი ქალები) ასეთების წასაყვანად არ ჩამოვლენ. ასეთებისთვის პანღური არსებობს.

 

სააკაშვილი პარლამენტში ვარდით მივიდა და შევარდნაძის ჩაი დალია. მას შემდეგ, როდესაც ჩაის ვსვამთ, თუ გია ხუროშვილის ლოგიკას მოვიშველიებთ, ვსვამთ სააკაშვილის ჩაის, რადგან ეს მისი წყალობაა.

 

სააკაშვილის წყალობაა, რომ დავკარგეთ 300 სოფელი და არა 3500; სააკაშვილის წყალობაა, რომ დევნილებს ჭერიდან წყალი ჩამოსდით, ანუ აქვთ ჭერი. სააკაშვილის წყალობაა, რომ საბავშვო ბაღები ფასიანია, ანუ გვაქვს საბავშვო ბაღები; სააკაშვილის წყალობაა, რომ ელექტროენერგიაზე მხოლოდ დასუფთავების გადასახადია მიბმული და სუნთქვა უფასოა; სააკაშვილის წყალობაა, რომ 26 მაისს მხოლოდ რამდენიმე მშვიდობიანი დემონსტრანტი დაიღუპა... ხომ შეიძლებოდა, რომ მსხვერპლი ათჯერ და ასჯერ მეტი ყოფილიყო? სააკაშვილის წყალობაა, რომ ახლადგახსნილ საავადმყოფოებში ჰალსტუხიანი ავადმყოფები წვანან... ხომ შეიძლებოდა, რომ სააკაშვილს ყველა ჰალსტუხი შეეჭამა?

 

სააკაშვილის წყალობაა, რომ გასულ კვირაში კიდევ ერთი ზამთარი ჩავაბარეთ ისტორიას; სააკაშვილის წყალობაა, რომ მტკვრის დონემ მხოლოდ 11 მეტრით დაიწია და სააკაშვილის წყალობაა, რომ მართალია ვიღაცას ციოდა, ვიღაცას შიოდა, მაგრამ ვიღაც რომ მაინც იყო ამაყი.

 

ნიუსი: მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ვამაყობ, რომ ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ასეთი სწრაფი ტემპით ვითარდება ეკონომიკა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვერა ქობალიამ განუცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტმა მოხსენებაშიც აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის პროცესი ყოველმა ოჯახმა უნდა იგრძნოს. „ორი წლის განმავლობაში საქართველოში 100 ათასი ახალი ბიზნესი დარეგისტრირდა და ეს ყველა ოჯახზე აისახება“, - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპებით ამაყობს“.

 

ნეკნებს გიმტვრევდნენ იმ ღამეს, ვერა... ვერა, მაგ შენი ნეკნების ბრალი...

 

საავადმყოფოში იყო გაშოტილი მალენკაია ვერა, მკურნალობდა. ტვინი ჰქონდა შერყეული კრასოტკა სვეტას და მკურნალობდა. კოჭებში მოხვდა ბაირამ–დუდუკ–ბარამას და მანაც იმკურნალა. ვიღაცას ძუძუები აახიეს, მაგრამ დღეს უკეთესები აქვს. მაგის მკურნალობაც მოსულა და...

 

„ტყუილია, თითქოს რიგით ქართველს არ შეუძლია საავადმყოფოში მოხვედრა.მე ყოველ დღე დავდივარ საავადმყოფოში...“ – თქვა სააკაშვილმა. საავადმყოფოების გახსნას გულისხმობდა, მაგრამ საავადმყოფოები ყოველდღე არ იხსნება და ეს ის შემთხვევაა, როდესაც სააკაშვილს უნდა დავუჯეროთ. გვჯერა, რომ იგი მართლაც ყოველდღე დადის საავადმყოფოში. გვჯერა, რომ სამკურნალოა. „თქვენ ხართ ცნობილი გიჟი“ – ჯერ კიდევ როდის უთხრა მას თემურ მირიანაშვილმა!

 

ამბობენ, გიჟიაო... გიჟი ის არის, ვისაც ეგ გიჟი გონია.

 

მოლა ნასრედინი წისქვილში შევიდა.მიადგა ვიღაცის ფქვილს და თავის ტომარაში დაუწყო ჩაყრა. რას აკეთებო – კითხეს მოლას. გიჟი ვარო – უთხრა მოლამ. თუ გიჟი ხარ, შენი ტომრიდან ამოიღე და სხვისაში ჩაყარეო – მიუგო მეწისქვილემ.

 

გიჟი არ არის, იგი ცუდია და ბოროტი, თუმცა... ბოროტი გიჟებიც ხომ არსებობენ?

 

„თქვენ ახსენეთ ხულიგანი, რომელიც გარიცხეს 53-ე სკოლიდან იმისთვის, რომ დირექტორზე გაიქაჩა და მერე თქვა, რომ ვაკეში თუ არ ვისწავლე, ისე არ ვისწავლიო. მე კარგად მახსოვს ეს ისტორია, რადგან ეს არის გამონაკლისი. 10 წლის წინ ეს ხულიგნები მართავდნენ სკოლებსა და კლასებს. ახლა მშვიდად ვართ, რომ ჩვენი შვილები ერთმანეთს დანას არ გაუყრიან“ – ვინ იტყოდა ამას ცუდი და ბოროტი გიჟის მეტი? მათი შვილები ერთმანეთს დანას არ უყრიან, მაგრამ სანამ თავიანთ ძმებს ბრწყინვალების ორდენებით აჯილდოებენ, ჩვენ ძმებს ჯიხურების სახურავზე პოულობენ, ზოგი კი პოლიციის შენობის სართულებიდან ხტება.

 

ეს ის ქვეყანაა, სადაც პოლიციის შენობა მწვანედ გამჭვირვალეა, ხოლო პანაშვიდი – შავად გაუმჭვირვალე.

 

„რატომ არ გაქვთ თქვენ მომავალი? იმიტომ, რომ წარსულში დარჩით. არ მინდა ვთქვა, რომ წარსულში ჩაირეცხეთ, მაგრამ, ობიექტურად, თქვენ გაიჭედეთ წარსულში და ეს ჩანს ყველაფერში“ – თქვა აწ უკვე საყოველთაოდ ცნობილმა ბოროტმა გიჟმა.

 

„შეიძლება თქვათ, რომ მესტია, სიღნაღი, ბათუმი ესაა სექსუალურად მოუმწიფებელი ხელისუფლების ახირება, რომელსაც ეს თავისი გართობისთვის უნდა, მაგრამ სინამდვილე ისაა, რომ თუკი წინა ხელისუფლების დროს ქვეყანაში 120 ათასი ტურისტი შემოდიოდა, შარშანწინ 2 მილიონი, შარშან 3 მილიონი, წელს კი 4 მილიონი შემოვიდა“ – არჩილ კბილაშვილის ფრთიანი სიტყვები კიდევ ერთხელ გახდა ფრენოლოგიით შეპყრობილთა ყურადღების ღირსი.

 

სტოპ, სტოპ, მიშა! თქვენზე არავის უთქვამს, რომ სექსუალურად მოუმწიფებლები ხართ. თქვენ ის ხალხი ხართ, კლიმაქსის ასაკში სახედამუწუკებულ ბიჭებად რომ დარჩით და მოსკოველ მეძავებში მოსიარულე მამებზე გერმანელი მეძავების თბილისში ჩამოყვანით რომ იძიეთ შური.

 

არიან სექსუალურად მოუმწიფებლები, არიან სექსუალურად მომწიფებულები და არიან სექსუალურად გადამწიფებულები, ანუ დამპლები.

 

„2012 წელს საქართველოში ყოველი მეორე მოქალაქე დაზღვეული იქნება“ – განაცხადა გასულ კვირაში სააკაშვილმა, რომელიც პარლამენტში ვარდით მივიდა და ყველას გაუკვირდა, რომ არ მივიდა ველოსიპედით და შლოპანცებით. მივიდა ფეხით და ფეხსაცმელებით, და დახვდნენ კვერცხები. უფრო სწორად, უმრავლესობა იყო კვერცხი და უმცირესობა – კვერცხებთან გათანაბრებული.

 

„2012 წელს საქართველოში ყოველი მეორე მოქალაქე დაზღვეული იქნება“ – განაცხადა ცუდმა, გიჟმა და ბოროტმა და უამრავ ქართულ ოჯახში დაიბადა კითხვა: ნუთუ, მართლა?..

 

ნუთუ, მართლა ვიქნებით დაზღვეულები სააკაშვილებისგან, მერაბიშვილებისგან, დონაძეებისგან, წიკლაურებისგან, კუბლაშვილებისგან, ვარძელაშვილებისგან, კირკიტაძეებისგან... ნუთუ, მართლა?

 

არ დაიჯეროთ!.. სააკაშვილი არ დაგვაზღვევს, ჩვენ ერთმანეთი უნდა დავაზღვიოთ და ზემოთჩამოთვლილ პატივცემულ გვამებს და მძორებს, იმ ფილმისა არ იყოს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვუთხრათ: „ჩვენ თქვენ პენსიით უგზრუნველყობთ, ოღონდ ჯერ – მაკუმბა“.

 

სააკაშვილი პარლამენტში ვარდით მივიდა – ჩიორას დაბადების დღე იყო, თაქთაქიშვილის. პირველად „რაო ბატონო მელაოს“ მიადგა ვარდებით, გასულ კვირაში – „ჩიტო, ჩიტო, ჩიორაოს“.

 

„მოგესალმებით ბოლოჯერ. როცა დარბაზში ვარდებით პირველად და უკანასკნელად შემოვედი, მაშინ სხვა სიტუაცია იყო, ახლა კი აქ ხალხის ჟრიამული უკვე ისმის. რაც მთავარია ქვეყანა ძალიან შეიცვალა“, - აღნიშნა ცუდზე ცუდმა, გიჟზე გიჟმა და ბოროტზე ბოროტმა. აჟიტირებული იყო მაშინ, როცა სხვის ჩაის სვამდა და აჟიტირებული იყო ახლაც, როცა ყველას ჩაის სვამს. დაპირებები იყო მაშინაც და ახლაც:

„ქვეყნის განვითარების 2015 წლის ხედვა ძალაში რჩება, თუმცა მთავრობას დამატებით 5-პუნქტიანი გეგმა გააჩნია, რათა ქვეყნის წარმატება თითოეული მოქალაქის წარმატებად იქცეს“.

 

ანუ, გასაკეთებელი კიდევ ხუთია, დასაჭერი – ხუთი ათასი, ჩასარეცხი – ხუთასი ათასი, ხოლო ქვეყნიდან გაქცევაზე თვალი უკვე აღარ უჭირავს ხუთ მილიონს. „ცოტაღა დავრჩით ქართველებმა“ – იტყვიან რამდენიმე წლის შემდეგ ესპანელი არქიტექტორი, ამერიკელი ინჟინერი, გერმანელი მასაჟისტი, ავსტრიელი მეან–გინეკოლოგი, თურქი მძღოლი, ჩინელი მუშა და „არმიას“ კალათბურთელი.

 

ნუ გეშინიათგქონდეთ ხვალინდელი დღის იმედირადგან მთელი მთავრობის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია იქეთკენრომქვეყნის წარმატება თქვენ პირად წარმატებად აქციოთნუ გეშინით და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი“ – ახლა უკვე გასაგებია, ვისი მისამართითაც იყო ნათქვამი ეს სიტყვები.

 

საინტერესო ნიუსი: „საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ რეფორმების ექსპორტით ოპოზიცია ღიზიანდება. როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ურმავლესობის ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა , გაუგებარია, რატომ აღიზიანებს ოპოზიციას ის ფაქტი, რომ რიგ ქვეყნებს საქართველოდან რეფორმების კოპირება ან გადაღება სურთ, რაც რეალურად საამაყოა“.

 

მარტო ოპოზიცია კი არა, ოპოზიციონერთა ოჯახის წევრებიც ღიზიანდებიან, ასევე – მათი მეგობრები, მეზობლები, ნათესავები, თანამშრომლები, თანამემამულენი, თანამოქალაქენი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩერეზ–ძმაკაცებიც კი. მეც მათ რიცხვში შევდივარ, მეზიზღება ჩემი აყვავებული, დაწყნარებული და დეკრიმინალიზებული სამშობლო. მხოლოდ ასეთი ამბები მახარებს: „პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთში ხიდი მოიპარეს. დღის საათებში ქურდებმა ერთ-ერთი შახტის მოქმედი ხიდი ნაწილებად დაშალეს და ჯართში ჩააბარეს. ბოროტმოქმედებმა ლითონის ჩასაბარებელ პუნქტში დაშლილი ხიდის თითქმის ყველა ნაწილი მიიტანეს“.

 

მახარებს, რა... უბრალოდ, მსიამოვნებს. აი, როცა ეიფელის კოშკს ჯართში მოისვრიან, თავისუფლების ქანდაკების ნაცვლად ბესიბოლის კეტის მონუმენტს დადგამენ და იტალიის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რომის კოლიზეუმს აუქციონზე გამოიტანს, ჩემი ბედნიერება მაშინ ნახეთ.

ჩვენ ხომ იშვიათი საზიზღრები ვართ.

 

ნუგზარ წიკლაურმა ცაგარეიშვილს – „კორუფციასთან მებრძოლი უქარქაშო ხმალი“, ბაღათურიას კი „ეთნოგრაფიული იშვიათობა“ უწოდა. არადა, თვითონ წიკლაური არის ქარქაში და იშვიათობაც – ერთადერთი წიკლაურია, რომლის გვარიც წაკლადან წარმოდგება. რავი... ცოტა საყვედური ცაგარეიშვილს და ბაღათურიას. მე რომ იქ ვყოფილიყავი, დაგინების სახით ვაგინებდი... ისე, ახლა ხმამაღლა რომ ვთქვა, წიკლაური სირია–მეთქი, უზრდელობა იქნება? იქნება... კარგი, ჩუმად ვიტყვი და ხმამაღლა დავწერ.

 

ქართული კალიგრაფიის კონკურსი კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. ხელნაწერთა ცენტრის შესახებ ჯერჯერობით ცუდი არაფერი მსმენია, რაც შეეხება განათლების სამინისტროს, ეს ის სამინისტროა, მოდების კანონმდებლობის სამინისტრო რომ უნდა ერქვას. ბოზობა მოდაშია და რადგან ბოზობაა მოდაში, კალიგრაფიის კონკურსშიც ალბათ ის კი არ გაიმარჯვებს, ვინც უბრალოდ ლამაზად დაწერს, არამედ ის, ვინც ლამაზად დაწერს ჩვეულებრივ ანონიმკას.

 

„აჭარაში პეტრას ციხე არ გაყიდულა და არც იყიდება“ – ლამაზად თქვა კობა ხაბაზმა, ცალტვინამ და ნახევარქათამამ – მიმდინარეობს მოლაპარაკება ციხის მართვის უფლების გადაცემასთან დაკავშირებით კომპანიასთან, რომელიც მზად არის, ნახევარ მილიონი დოლარამდე ჩადოს ძეგლის აღსადგენად და რეაბილიტაციისთვის“.

 

ცნობილი გიჟები, ორატორი წაკლები, ცისკრის კვაზარები, ცალტვინა ხაბაზები...

მაგდა ანიკაშვილმა დაგლიჯა.

მიხეილ მაჭავარიანმა დახია.

გია თორთლაძემ დახურა.

 

მხოლოდ გურამ ჩახვაძე იჯდა ჩუმად და ნესტოების ენერგიული მოძრაობით ცდილობდა გაეხსენებინა სუნი, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დროს, ზუსტად იქ და ზუსტად იმ ცუდის, გიჟის და ბოროტის ორიოდ სიტყვის გაგონებაზე დააყენა.

 

რ.ჩ. (როგორც ჩვენთან) კამორაში კი მძლავრად ისმოდა: – ღამის ოთხი საათია და ყველაფერი გეენიიალურააადაააა!

(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)