"ბოლო წლებში საქართველო-რუსეთის ურთიერთობების აღდგენის მცდელობათა უმრავლესობა მარცხით დასრულდა"

მოსკოვი – პარასკევს საღამოს, რუსეთმა საქართველოს მოულოდნელი წინადადება შესთავაზა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, რომელიც შეწყდა მას შემდეგ შეწყდა, რაც 2008 წელს ორი მეზობელი ქვეყანა ერთმანეთს ომში დაუპირისპირდა.

ქართველმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანაა რუსეთთან დიალოგის დასაწყებად მზად არის, მაგრამ ეს ურთიერთობები ვერ აღდგება მანამ, სანამ რუსეთი არ გაიყვანს თავის არმიას საქართველოს ორი აჯანყებული რეგიონის ტერიტორიიდან, რომლებიც მოსკოვმა ომის შემდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

„მათ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები სურთ მაშინ, როდესაც მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვთ და საფუძველშივე არ სცემენ პატივს ქვეყნის დამოუკიდებლობას“, განაცხადა სატელეფონო ინტერვიუში ქართველმა მაღალჩინოსანმა გიგა ბოკერიამ. „ეს გაუგებარია“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პარასკევს გამოქვეყნებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, არის თუ არა მოსკოვი მზად მისი არმიის გასაყვანად აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აჯანყებული რეგიონებიდან, ან აღიარებს თუ არა ის თითქმის ყველა სხვა ქვეყნის მსგავსად, საქართველოს სუვერენიტეტს ამ ტერიტორიებზე.

სინამდვილეში, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ახლახანს განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ ეს ორი ტერიტორია „საკმარისად შეაიარაღა იმისთვის, რომ ნებისმიერ დამპყრობელს დამანგრეველი პასუხი გასცენ“.

გაურკვეველია ის, თუ რის მიღწევას იმედოვნებდა რუსეთი როდესაც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინადადებით გამოვიდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მოიცავდა ასევე პრეტენზიების იმ ვრცელ ჩამონათვალს, რომელიც რუსეთს საქართველოს ხელისუფლების მიმართ აქვს.

„საქართველოს მთავრობა ცდილობს რუსეთისგან მტრის ხატის შექმნას, რუსული ენის განდევნას ქართული სკოლებიდან, მეორე მსოფლიო ომის მემორიალების მოხსნას და ისტორიის გადაწერას – მიზანი ვითარების ისე წარმოჩენაა, თითქოს საქართველო რუსული ოკუპაციის ქვეშ იყო საუკუნეების განმავლობაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

დიპლომატიური შეთავაზება განცხადების ბოლოს ჩნდება, და ის ორ დღეში გაისმა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ცალმხრივად აუქმებს სავიზო რეჟიმს რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიას გადმოკვეთენ, რათა ხელი შეუწყოს ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში.

„დაე იცოდეს ყველა რუსმა ბიზნესმენმა, რომ საქართველო რუსეთისთვის ყველა სხვა ქვეყანაზე მიმზიდველია, თავისუფალია კორუფციისგან, უკანონობისა და ბიუროკრატიული წნეხისგან“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. „დაე იცოდნენ რუსმა ტურისტებმა, რომ მათ საქართველოში ჩამოსვლა ნებისმიერ დროს შეუძლიათ, და აქ მათ ყველა დახვდება ცნობილი ქართული სტუმართმოყვარეობით“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი განიხილავს შემხვედრ ნაბიჯს ამ სავიზო ინიციტივასთან დაკავშირებით, თუმცა მან იმავდროულად გამოთქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომელთა პასპორტებშიც მითითებულია, რომ ისინი სტუმრობდნენ აჯნაყებულ რეგიონებს 2008 წლის შემდეგ, საქართველოში შესვლის დროს, შესაძლოა ამ ქვეყნის კანონთან უსიამოვნებები შეხვდეთ.

ბოლო წლებში, ურთიერთობების აღდგენის მცდელობათა უმრავლესობა მარცხით დასრულდა. რუსეთის ლიდერები უარს აცხადებენ ბ-ნ სააკაშვილთან საუბარზე, რომელსაც ოთხი წლის წინ გაჩაღებული ომის დაწყებაში ადანაშაულებენ. ახლახანს ბ-ნმა მედვედევმა მას „შეშლილი“ უწოდა.

ეს ურთიერთობები შედარებით გალღვა შარშან, როდესაც საქართველომ გაიზიარა შუამავალი შვეცარული მხარის კომპრომისული წინადადება, რამაც გზა გაუხსნა რუსეთს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ.
foreignpress.ge