ცვალებადი იგივეობა

ცვალებადი იგივეობა

გუშინ ორი „ბრძენის“ საუბარს შევესწარი, რომლებიც, ალბათ, ამ ტიპის აზრებით უკვე 20-წელია იტყუებენ თავს - „არ ვართალბათ მზად თავისუფლებისათვის, თორემ ამდენს  ხომ არ გავაბედინებდით ამათ“. ეს არის აზრი, რომელიც 21-ე საუკუნეში ძალიანგავს უუნარობის აღიარებას, როცა ორი კაპიტულანტი „ბრძენი“ უარს ამბობს თავისუფლებაზე მოტივით, რომ თურმე მზად არ არისხალხი.

რამდენიმე სიტყვით შევეცდები თავისუფლებაზე ვისაუბრო და იმაზეც, თუ რამდენად არის  მზაობა დღეს, რომთავისუფლებამ, როგორც ყველაზე აღმატებულმა მდგომარეობამ ჩვენთან ბოლოს და ბოლოს დაივანოს.

თავისუფლება - ვერავინ გვეტყვის ალბათ ზუსტ დეფინიციას, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ეს არის მდგომარეობა, რომლისკენაც დაუღალავად და  ჯიუტად მიილტვისკაცობრიობა არსებობის დღიდან, ხან - ერთად და ხანაც - ცალ-ცალკე. თავისუფლებისთვის ბრძოლა ყოველთვის ხმამაღალია, მასზე ყველა დროში იქმნებოდა ბალადები და იყოშემოქმედთა შთაგონების წყარო. მისით საზრდოობს იდეათა ყველა სისტემა, თავისუფლება არის კაცობრიობის არსებობის ცენტრალური სიმბოლო. 

„ვქმნათ კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა“- ეს სიტყვები ადამიანის შექმნას უძღოდა წინ და იგი არის  ჩვენი დასაბამის, აზრისა და მისიის განმარტება.  ვიყოთ ისეთი,როგორიც არის ღმერთი, გქონდეს უკვდავი სული, თავისუფალი ნება და ვაზროვნებდეთ. 

ყველა იმ სახელმწიფოში, სადაც თავისუფლებას ემუქრებიან, ჭარბადაა მოტივები სიძულვილისათვის. თავისუფლება შეზღუდული არ ეგუება ასეთ მდგომარეობას,როგორც არაბუნებრივს და ნაძალადევს. იგი ვერ პოულობს ღვთიური მდგომარეობის თანყოფნას და  ამით შეძრწუნებულია. უბრალოდ შეძრწუნებას ხან აქვს პროტესტის სახედა ხან - არა, ისევე როგორც პროტესტს ხან აქვს ორგანიზებული სახე და ხან -  არა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენი ხალხი თავიდან გადიოდა შობის პროცესს, როგორც ყველა ის ერი, რომელიც დააღწევდა თავს მონობას. თუმცა ჩვენში იმდენად დიდიასაბჭოთა ინერცია, რომ წლების შემდეგაც ვუბრუნდებით ავტორიტარიზმს, თან ამას ისე ვაკეთებთ, რომ მას დემოკრატია დავარქვით და მისი, როგორც მოდელის  გამოყენებას სხვებსაც ვთავაზობთ.  ორი ათწლეულის ჩვენ ყოფას ქვია ცვალებადი იგივეობა, ანუ გადმოგვაქვს  წარსული მომავალში. ამ გადასახედიდან20-წელი ფუჭად გავლიეთ. 

დავკარგეთ ტერიტორიები და კიდევ უფრო გავღარიბდით. ისევ დიდი გავლენა აქვს ჩვენზე პროპაგანდას და მეტიც ჩვენ ის დავუშვით, რომ დღეს მხოლოდ პროპაგანდისტულიმედია გვყავს და ისიც დაუღალავად წამლავს ჩვენს მოქალაქეებს. გვყავს ხელისუფლება, რომელიც ყოველდღე გვაშანტაჟებს იმით, რომ უვადოდ უნდა დარჩეს ხელისუფლებაშიდა თუ ეს ასე არ იქნება, მოვა რუსეთი და ....

21-ე საუკუნეა და თავისუფლების ხელყოფა იშვიათად ხდება პროპაგანდის გარეშე, ხალხს უნდა უთხრას ხელისუფლებამ, თუ რატომ იქცევა ასე ხისტად, თურატომ ართმევს ყველას ყველაფერს და რომ ამას  „დიადი მიზნისთვის“ აკეთებს. თუმცა ეს დიადი მიზანი“ ჩვენი საზოგადოებისთვის არ არის უცხო, მეტიცსაუკუნეების მანძილზე ცხოვრობდა ისე, როგორც ახლა, ანუ აშინებდნენ და ართმევდნენ, ჩაგრავდნენ და დასცინოდნენ, უბრალოდ ყველაფერ ამას აკეთებდა ხან ერთი იმპერიადა ხანაც მეორე. ახალი არის მხოლოდ ის, რომ საქართველოს ისტორიაში მართლაც პირველად და ასე ეფექტურად ხალხის დაბეჩავება მოახერხა ჩვენივე ხელისუფლებამ.ამ ვითარებაშიც შეცვლილია დრო და მეთოდები, შინაარსი კი იგივეა. 

ადამიანის ჩაგვრას ყველგან აქვს ერთი სახე, დღეს უფლებააყრილი ხალხის სახელმწიფოებს ავტორიტარულს უწოდებენ, თუმცა ასეთი სახელმწიფოებს ყველა დროშიერთი შინაარსი აქვთ. ხელისუფლება არის დაუნდობელი, საზოგადოება კი პროპაგანდისტული. არავისთვის არ არის უცხო, უსამართლობა და ძალადობა. მეტიც იგი საამაყოცკი ხდება გარკვეულ წრეებში. პირველ ეტაპზე, რაც საზოგადოებაში  გულისწყრომას იწვევს, შემდეგ უკვე მას გულგრილობა ცვლის და ასე ყალიბდება კლასიკურიტიპის ავტორიტარიზმი. 

თუმცა ავტორიტარიზმი არის ყველაზე არამდგრადი პოლიტიკური სისტემა, იმიტომ რომ იგი შიშზე დგას. ანუ მდგომარეობაზე, რომელიც მოქალაქეებისთვის  რა კომფორტულია. დგება დღე, როცა ერთ შიშს, მეორე აქარწყლებს. ანუ შიშს, რომ საფრთხე გემუქრება, აქარწყლებს შიში, იმისა  რომ ამ მდგომარეობას ვერასოდეს  დააღწევ  თავს და დგება მოქმედების დრო.

მოქმედება კი  ყოველდღიურ ცხოვრებაში ასე შეიძლება ვთარგმნოთ, ვიმოქმედოთ და ვაიძულოთ ყველა აღიაროს ჩვენი უფლება თავისუფლებებსა და უფლებებზე. 

P.S. თუ, ერთ მშვენიერ დღეს სახლიდან გამოხვალ და დაინახავ ადგილობრივი პოლიციის უფროსის მანქანას, რომელიც შუასაუკუნეების ფეოდალის მსგავსად ბატონის მზერითგადმოგხედავს და გაგრძნობინებს  მის შეუზღუდავ ძალაუფლებას, გახსოვდეს, რომ შენ უხდი მას ხელფასს გადასახადების სახით. უხდი არა იმისათვის, რომ ბატონობდესშენზე და გაიძულოს მმართველის პარტიის სასარგებლოდ ხმის მიცემა არჩევნების დღეს, არამედ იმისათვის, რომ  გემსახუროს! მხოლოდ ამგვარად მოფიქრალი  საზოგადოებით დავაღწევთ თავს ცვალებად იგივეობას, რომელიც არის ცუდად ცხოვრების სათავე და რომელიც უკვე თითქმის ტრადიციად გვექცა.