ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის შენობის აღდგენის დასრულება ნოემბრისთვის იგეგმება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის შენობის აღდგენის დასრულება ნოემბრისთვის იგეგმება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის შენობის აღდგენის დასრულება ნოემბრისთვის იგეგმება. ამის შესახებ სააგენტო "რესს" მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენელმა უკტამ მამატკულოვმა განუცხადა. 
მისი ინფორმაციით, დე-ფაქტო პარლამენტის შენობაში სამუშაოები გასული წლის აპრილში დაიწყო.
"ამჟამად მიმდინარეობს შენობის გადახურვა. მთავრდება გათბობის, წყალმომარაგების, ელექტრომომარაგების სისტემის მომზადება", - განაცხადა მამატკულოვმა.
შენობის რეკონსტრუქცია მოსკოვის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის ღირებულება 230 მილიონი რუბლია.