პარლამენტს ცესკო-მ დავით საგანელიძის ადგილმონაცვლის კანდიდატურა წარუდგინა. საგანელიძეს პარლამენტში ვლადიმერ აჩბა შეცვლის.
როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, საკანონმდებლო ორგანოში ცესკო-დან საგანელიძის ადგილმონაცვლის თაობაზე დოკუმენტაცია უკვე შევიდა.
მისი თქმით, ვლადიმერ აჩბა თანხმობას აცხადებს, პარლამენტის წევრის ადგილი დაიკავოს.
"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში საგანელიძის ადგილმონაცვლე ედიშერ თოლორაია იყო, თუმცა იმის გამო, რომ თოლორაია ამჟამად ზუგდიდის გამგებელია, პარლამენტს უფლებამოსილების ცნობის მიზნით შემდგომი კანდიდატურა - ვლადიმერ აჩბა წარედგინა.