საქართველოს ხვალ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ეწვევა.
აპატურაი სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების III ფორუმსა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთოხების კონფერენციას დაესწრება. ამის შემდეგ ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მინისტრ თინათინ ხიდაშელს შეხვდება, რის შემდეგაც გაკეთდება ერთობლივი განცხადებები.
ჯეიმს აპატურაი შიდა ქართლსაც ესტუმრება, სადაც გორში ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ახალ რეგიონულ ოფისს გახსნის. ასევე თინათინ ხიდაშელი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში უმასპინძლებს.
დაგეგმილია აგრეთვე აპატურაის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჯეიმს აპატურაი საქართველოს ნატო-ს კვირეულის ფარგლებში ეწვევა.