პრეზიდენტი არ აპირებს გააკეთოს განცხადებები კულუარულ საუბრებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა, თინათინ მჟავანაძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.
"უკვე მეორე წელია ვისმენთ გარკვეული ტიპის განცხადებებს კულუარულ საუბრებთან დაკავშირებით. ასევე, მეორე წელია ცნობილია საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია, რომ იგი არ აპირებს გააკეთოს განცხადებები კულუარულ საუბრებთან დაკავშირებით. არც აქამდე გაუკეთებია მას ეს და არც მომავალში ვაპირებთ რაიმე ტიპის განცხადების გაკეთებას", - აღნიშნა თინათინ მჟავანაძემ.
ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით გუშინ, ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი განცხადებით, პრეზიდენტ მარგველაშვილთან მას კამათი ჰქონდა ავლაბრის და ბობოყვათის რეზიდენციებთან დაკავშირებით. მან მარგველაშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამოც გააკრიტიკა და "აბსულუტურად უპასუხისმგებლოს" უწოდა.