ბაშარ ასადი ვადამდელი არჩევნების დანიშვნისთვის მზადაა

ბაშარ ასადი ვადამდელი არჩევნების დანიშვნისთვის მზადაა

სირიის ლიდერი ბაშარ ასადი მზადაა, მიიღოს მონაწილეობა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის შესახებ სააგენტო "ტასს" რუსეთის დუმის დეპუტატმა ალექსანდრ იუშენკომ სირიიდან აცნობა, სადაც რუსი პარლამენტარების დელეგაცია იმყოფება.

დეპუტატის თქმით, ბაშარ ასადი მზადაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს ყველა იმ პოლიტიკურ ძალთა საფუძველზე, ვისაც სირიის აყვავება სურს.

რუსი დეპუტატის განცხადებით, სირიის ლიდერი თანახმაა განიხილოს კონსტიტუციური რეფორმა, ხოლო ხალხის მოთხოვნის საფუძველზე - ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვისაც მზადაა, ოღონდ სირიაში ტერორზე გამარჯვებისა და მათგან ქვეყნის გათავისუფლების შემდეგ. იუშენკოს თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში ასადი თავის ძალებში აბსოლუტურად დარწმუნებულია.