"შეთქმულება ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად" - უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ, დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორიამ განაცხადა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებებისა და მედია-საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება სსკ 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად. დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება და საგამოძიებო მოქმედებები”, – განაცხადა ლევან იზორიამ.