ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, საქართველო, აზერბაიჯანთან და კომპანია "სოკართან" თანამშრომლობის გაგრძელებას, მომავალშიც აპირებს.
მინისტრის თქმით, ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის, საუბარია იმაზე, რომ ქვეყანას დამატებითი მოცულობის გაზი სჭირდება.
"ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის, საუბარია დამატებით მოცულობაზე, რომელიც დღეს ქვეყანას და ბაზარს სჭირდება, მაშინ მე ვსვამ კითხვას, რატომ იყო წლების განმავლობაში დამატებითი მოცულობების შემოტანა რუსეთიდან თუ ჩვენ გვქონდა იმისა საშუალება, რომ გვესარგებლა იმ ბუნებრივი აირით, რომელზეც არის საუბარი. გაბანკროტებული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური ფიგურები ცდილობენ, რომ ეს წარმოაჩინონ რაღაც პრობლემად, თითქოს საქართველო ცდილობს აზერბაიჯანის ჩანაცვლებას, ეს ძალიან დიდი სიცრუეა. ჩვენ წლებია ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან, ეს თანამშრომლობა გრძელდება და მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება",- განაცხადა კახა კალაძემ.