ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიატრთა ნაწილის პრეტენზიებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს

ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიატრთა ნაწილის პრეტენზიებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს

ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროს მარინა დარახველიძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის შეასრულოს მედიატორის როლი, ასოციაციები დასხდნენ გვერდიგვერდ და განიხილონ მათი პროფესიული კომპეტენციები.

ფსიქიატრები იმ ბრძანების გადახედვას მოითხოვენ, რომლითაც საექიმო სპეციალობათა, მათ შორის ნევროლოგითა პროფესიული კომპეტენციები განისაზღვრა. ფსიქიატრები პეტიციის მომზადებასაც გეგმავენ, რომლის ავტორი ოთხი ორგანიზაცია "საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება", "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი", "საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია", "საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია" არის.

მარინა დარახველიძის თქმით, ინფორმაცია პროფესიული კომკპეტენციების შესახებ რამდენიმე თვის განმავლობაში სამინისტროს ვებ-გვერდზე იყო განთავსებული და ყველა ასოციაციას, მათ შორის ფსიქიატრებსაც საშუალება ჰქონდათ საკუთარი აზრი დაეფიქსირებინათ ცვლილებების შესახებ. ამ დროის განმავლობაში ფსიქიატრთა ასოციაციის მხრიდან არცერთი შენიშვნა სამინისტროს არ მიუღია. მას შემდეგ რაც მედია საშუალებებით ცნობილი გახდა მათი პრეტენზიების შესახებ, სამინისტროს წარმომადგენლები ორივე ასოციაციას შეხვდნენ და მოისმინა მათი მოსაზრებები.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და მოლაპარაკებები ფსიქიატრთა და ნევროლოგთა ასოციაციებთან.