საპარლამენტო უმრავლესობა დღეს სხდომას გამართავს

საპარლამენტო უმრავლესობა დღეს სხდომას გამართავს

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დღეს გაიმართება. 
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები უმრავლესობის ლიდერად ზვიად კვაჭანტირაძის არჩევის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. 
გარდა ამისა, განიხილება საპროკურორო საბჭოში პარლამენტის მხრიდან ასარჩევ პირთა საკითხიც. არსებული ინფორმაციით, უმრავლესობა შეკრებას 18:00 საათისთვის გეგმავს.