მთავარი პროკურორის მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას განცახადების საფუძველზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდესქის 150-ე მუხლით დაიწყო.
მისი განცხადებით, პროკურატურის მთავარი პრიორიტეტი გვარამიას დაკითხვა და იმ დეტალებში გარკვევაა, რაც ნიკა გვარამიამ გუშინ გააცხადა.
„რუსთავი 2“-ის დირექტორის მიერ გუშინ მედიასაშუალებების მეშვეობით მიერ გავრცელებული განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 150-ე მუხლით, რაც იძულებას გულისხმობს. გამოძიების პირველი პრიორიტეტია ამ განცხადების ავტორის, ნიკა გვარამიას დაკითხვა მოწმის სახით, რათა გავერკვეთ იმ დეტალებში, რაზეც მან ისაუბრა გუშინ მედიასაშუალებებით“,- განაცხადა შოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის დირექტორ ნიკა გვარამიას განცხადებით, მას სამთავრობო წრეებიდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომ 22 ოქტომბერს, სასამართლო „რუსთავი 2“-ს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს. მისივე თქმით, მას დაემუქრნენ, რომ თუ პროცესებს არ ჩამოშრდება, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები გასაჯაროვდება.