ქიბარ ხალვაშის სარჩელზე მოსამართლე გადაწყვეტილებას დღეს არ გამოაცხადებს

ქიბარ ხალვაშის სარჩელზე მოსამართლე გადაწყვეტილებას დღეს არ გამოაცხადებს

ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვისას შუამდგომლობების ეტაპი დასრულებულია. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მიმოიხილა, როგორც მოსარჩელე მხარის სარჩელი, ასევე მოპასუხე მხარის შესაგებელი. სასამართლო გამოცხადებული შესვენების შემდეგ განახლდება მოსარჩელის ახსნა-განმარტებით.

შემაჯამებელი გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სარჩელზე დღეს არ იქნება. ამასთან, მოსამართლემ მოპასუხე მხარის შუამდგომლობაზე, რომელიც "რუსთავი 2"-სთვის და მის მფლობელებისთვის ყადაღით მიღებული ზიანის ანაზღაურებას უკავშირდება, გადაწყვეტილება ორშაბათს, 26 ოქტომბერს უნდა გამოაცხადოს.

როდის გახდება სარჩელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი, ჯერ უცნობია.