"რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშისგან 700 000 დოლარის ჩარიცხვას ითხოვს

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ადვოკატები, მოსარჩელე მხარისგან, საერთო სასამართლოების ანგარიშზე 700 000 დოლარის ჩარიცხვას ითხოვენ.

როგორ საქალაქო სასამართლოში "რუსთავი 2"-ის ადვოკატმა განაცხადა, ტელეკომპანიას დაფინანსებაზე წვდომის შეზღუდვა, ზიანს აყენებს.

ადვოკატებმა 10 დღიანი ვადა მოითხოვეს რათა ფინანსური ზიანის კალკულაცია მოხდეს.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის თქმით, აღნიშნულ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება, 26 ოქტომბერს 10:00 საათზე გამოცხადდება.