„პრემიერის განცხადება არ იყო წამქეზებლური იმ განცხადებების ფონზე, რასაც მოწინააღმდეგე მხარე აკეთებს“

„პრემიერის განცხადება არ იყო წამქეზებლური იმ განცხადებების ფონზე, რასაც მოწინააღმდეგე მხარე აკეთებს“

ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის დღეს გაკეთებულ განცხადება წამქეზებლური არ ყოფილა, იმ განცხადებების ფონზე, რასაც მოწინააღმდეგე მხარე აკეთებს.

„პრემიერის განცხადებაში ბევრ ისეთ რამეს მიექცა ყურადღება, რაც აუცილებელი და საჭირო იყო, მაგრამ ბევრ ისეთ რამესაც არ გაესვა ხაზი, რომელიც დღევანდელობის გამოწვევაა. მაგალითად, იმას, რომ შემსრულებლები კია არა, შემკვეთები, ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მყოფი ადამიანები არ დასჯილან. პრემიერის განცხადება არ იყო წამქეზებლური იმ განცხადებების ფონზე, რასაც მოწინააღმდეგე მხარე აკეთებს“,- განაცხადა არეშიძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტ მარგველასვილის განცხადებას, ექსპერტის თვალსაზრისით, ხისტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მარგველაშვილმა თავად მოუწოდა მოსამართლეს სიხისტისგან თავი შეიკავოს.

„თვითონ იყო მისი განცხადება ხისტი, იმ თვალსაზრისით, რომ, ერთის მხრივ, გარგვეული ზეწოლა იყო სასამართლოზე, მინიშნება იყო ყოველ შემთხვევაში. მეორეს მხრივ, აჟიოტაჟის შექმნის სურვილი იყო. ვისთან უნდა გამართოს კონსულტაციები, ძალიან მაინტერესებს და რა არის კონსულტაციების თემა?“- აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

ექსპერტის განმარტებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე აცილებული იქნას.

„ვფიქრობ, რომ ხელისუფლების კონტრარგუმენტი არ არის მკაფიო და მყარი. ხელისუფლებისგან მოვითხოვ იმ ფაქტების გამოძიება დაიწყოს, რისი დემონსტრირებაც სოციალურ სივრცეში ხდება, ასევე სამართლიანობის აღდგენის პროცესი გაააქტიუროს და დააჩქაროს. ერთი რამე მართალია, არამხოლოდ ქიბარ ხალვაშისთვის უნდა იყოს აღმდგარი სამართლიანობა, არამედ ტოტალურად ყველა ადამიანის მიმართ“,- განაცხადა