საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების გარდა, მედიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პრეზიდენტთან შეხვედრას ელოდებიან ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, ჟურნალისტები ინგა გრიგოლია და ეკა მიშველაძე.