მისულა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს მთავარ პროკურატურაში ამ დრომდე არ გამოცხადებულა.
ნიკა გვარამია საგამოძიებო უწყებაში დღეს, 12:00 საათზე მოწმის სახით დასაკითხად უნდა მისულიყო, თუმცა ჯერ არ გამოჩენილა.
გუშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ საჯარო განცხადების საფუძველზე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება დაიწყო, მის მიმართ იძულების განხორციელების ფაქტზე დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ს 150-ე მუხლის I ნაწილით.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელი დაუკავშირდა ნიკა გვარამიას მობილური ტელეფონის მეშვეობით, მისი მოწმის სახით დასაკითხად დაბარების მიზნით, რაზეც გვარამიამ განაცხადა, რომ მთავარ პროკურატურაში გამოცხადებას გუშინ ღამე ვერ შეძლებდა და გამოცხადდებოდა დღეს 12:00 საათზე. თუმცა ნიკა გვარამია ამ დრომდე საგამოძიებო უწყებაში არ