პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები იმყოფებიან. პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს იწყებენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები ზურაბ აბაშიძე, ვიქტორ დოლიძე, გია ცაგარეიშვილი, ნინო გოგუაძე, ირაკლი ჩიქოვანი მივიდნენ.
შეხვედრის დაწყებამდე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან კონსულტაციებს იწყებს. ამის შესახებ მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ახლა ვიწყებთ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა, მშვიდობა და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.