ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ხელისუფლების მიერ დაქირავებულმა

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ხელისუფლების მიერ დაქირავებულმა "ენჯეოებმა" შესაძლოა, პროვოკაცია გამოიწვიონ

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერებმა ტელეკომპანიის ეზოში გადაინაცვლეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მიიღო. როგორც ნიკა გვარამიამ განაცხადა, მას აქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლების მიერ დაქირავებულმა ენჯეო სტრუქტურებმა შესაძლოა გამოიწვიონ პროვოკაცია, სწორედ პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული.

"ხელისუფლების მიერ დაქირავებული ვითომ ენჯეო სტრუქტურები მოვლენ და გამოიწვევენ ადამიანებთან პროვოკაციას, რასაც მოჰყვებიან ძალოვანი სტრუქტურები. სწორედ ამის თავის ასაცილებლად გადავწყვიტე, რომ გავაღოთ ჭიშკარი და შეკრებილი მხარდამჭერები შევუშვათ ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის ეზოში", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ სასამართლოში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ტრიბუნალის მომწყობი აუცილებლად დაისჯება სამართლიანი სასამართლოს მიერ. რაც შეეხება მისი პროკურატურაში დაბარებას, გვარამიას განცხადებით, ის რამდენიმე საათში გამოცხადდება პროკურატურაში და აუცილებლად დაასახელებს იმ პირს, ვინ მას მუქარა შემოუთვალა.