"ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა მოახდინა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია, შეიქმნა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობა.
ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალაქის მოვალეობაა, პირველ რიგში კი საქართველოს ხელისუფლების.
სამწუხაროდ მთავრობის მეთაურის გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში.
მოვუწოდებ ყველას თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები - გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას!
მოვუწოდებ მოსამართლეს - არ მიიღეს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას.
აქედან გამომდინარე, ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ ძალებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, არასამთავრობო სექტორთან ერთად შევინარჩნოთ სამოქალაქო მშვიდობა", -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.