მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა წითელი საღებავებითაა შეღებელი

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა წითელი საღებავებითაა შეღებელი

თბილისში, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის შენობა წითელი საღებავებითაა შეღებელი. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება , ბიბლიოთეკის შენობაზე გაკეთებულია წარწერა - "მწამებლის ბიბლიოთეკა" და მიხატულია წითელი ხელები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბიბლიოთეკის განვითარების ხელმძღვანელმა, ლანა ღვინჯილიამ განუცხადა, შენობა ღამით შეღებეს, ესროლეს ბოთლებში InterPressNews.Geჩასხმული წითელი საღებავები, რის შედეგადაც შენობაზე არსებულ წარწერაზე - "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა" რამდენიმე ასოა გატყდა და ჩამოვარდა.

ამასთან, ბოლო ორ დღეა, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისები წითლად შეღებეს თითქმის ყველა რეგიონის დიდ ქალაქებში.

მომხდართან დაკავშირებით, საპრეზინდეტო ბიბლიოთეკაში სამართალდამცავები იმყოფებიან.