მოსამართლემ, პროცესის გადადების შესახებ

მოსამართლემ, პროცესის გადადების შესახებ "რუსთავი 2"-ის შუამდგომლობა, არ დააკმაყოფილა

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დღევანდელი სასამართლო პროცესი არ გადადო.

მოსამართლე ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გამოძიება სწრაფად უნდა ჩატარდეს და ყველა კითხვას, პასუხი უნდა გაეცეს.

"რუსთავი 2"-ის ადვოკატმა პროცესის გადადების მიზეზად პროკურატურის მიერ, გვარამიას განცხადების საფუძველზე, გამოძების დაწყება დაასახელა, რათა გამოძიება რაღაც ეტაპამდე მისულიყო. აღნიშნულზე მოსამართლემ აღნიშნა, რომ ადვოკატებს არ აქვთ წარმოდგენილი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების პროცესში, ისინი მონაწილეობას იღებენ.