თბილისის საქალაქო სასამართლოსთან "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერები იკრიბებიან. სასამართლოსთან იმყოფებიან ტელეკომპანიის ჟურნალისტები, თანამშრომლები, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცნობადი სახეები და მოქალაქეები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ "რუსთავი-2"-ს.
საქალაქო სასამართლოს შენობაში "რუსთავი 2"-ის საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროცესზე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, არ დაუშვეს ტელეკომპანის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
ამასთან, ტელეკომპანიის მხარდამჭერები არიან შეკრებილი ”რუსთავი 2”-ის ოფისთანაც