რუსთავში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქალაქო ორგანიზაციის ოფისი წუხელ წითლად შეღებეს და წარწერები გააკეთეს.
როგორც რუსთავის ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, დილით ოფისში მისულებს შენობის ფასადზე წარწერები დახვდათ და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
ოფისის წინ შეკრებილი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და სამართალდამცავებისგან დროულ გამოძიებას მოითხოვენ.