ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას განცხადებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმის პროცესი სავარაუდოდ დღეს არ დასრულდება.
როგორც ჟურნალისტებს სალიამ განუცხადა, უკვე იდეაფიქსად იქცა მოსამართლის აცილების საკითხი. "იმისთვის რომ მოსამართლის აცილება მოხდეს, ის გარემოებები რაც აქამდე იყო, შუამდგომლობის საფუძველი ვერ იქნება. ჩვენი პოზიციაა ამ აცილების კასკადთან დაკავშირებით, რომ იდეაფიქსად იქცა მოსამართლის აცილება. "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლებს მოვუსმენთ, პასუხს გავცემთ. სარჩელის დაუყოვნებლივ აღსრულებას არ ვითხოვთ, დავაკვირდებით როგორ წარიმართება პროცესის მიმდინარეობა, თუ ჩავთვლით რომ ჩვენმა არგუმენტებმა გადაწონა, შეიძლება დავაყენოთ კიდეც. სავარაუდოდ პროცესი დღეს არ დასრულდება, რადგან კიდევ ერთხელ დგება აცილების საკითხი. ჩვენ შუამდგომლობა არ გვაქვს",- აღნიშნა პაატა სალიამ და აქვე განარტა, რომ მოსარჩელე მხარეს სასმართლოსთან დღეს შუამდგომლობა არ აქვს.