მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს სასამართლო სხდომის ოფისში სიგნალის მეშვეობით ჩაწერის უფლება არ მისცა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, სასამართლოში ტელეკომპანიამ წარადგინა განცხადება, რომ მოხდეს სპეციალური სიგნალით პროცესის ტელეკომპანიაში ჩაწერა, რომელიც არ გავა პირდაპირ ეთერში.
თამაზ ურთმელიძის თქმით კი, ამ უფლებას ვერ მისცემს ტელეკომპანიის ოპერატორს, რადგან წინა სხდომაზე დაუშვა ეს უფლება და მოხდა პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება.
მოსამართლეს ტელეკომპანიის ჟურნალისტმა, ნათია ტრაპაიძემ უთხრა, რომ პირდაპირი ტრანსლირება არ მომხდარა და ეთერში გავიდა ჩანაწერი, რომელიც დამონტაჟდა.
თამაზ ურთმელიძემ მას განუმარტა, რომ არ მიუცია მისთვის პოზიციის დაფიქსირების უფლება და მოსამართლის განჩინების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრება შეუძლიათ.
ასევე, თამაზ ურთმელიძე ტრლეკომპანიის ოპერატორს დაპირდა, რომ პროცესის ჩაწერისას მეხსიერების ბარათის და კვების წყაროს შეცვლაში მანდატურის სამსახური დაეხმარება.