ნიკა გვარამია - ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სასამართლოზე გამოვა გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიას მიაკუვთნებს ქიბარ ხალვაშს

ნიკა გვარამია - ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სასამართლოზე გამოვა გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიას მიაკუვთნებს ქიბარ ხალვაშს

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სამწუხაროდ, ვითარება ისე მიდის, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი მედიის ადგილი აღარ რჩება. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ გუშინ ტელეკომპანიაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. 
მისი თქმით, გუშინ შედგა საუბარი მასსა და ადამიანს შორის, რომელიც, როგორც წესი აწვდის სამთავრობო მესიჯებს. 
"მე მინდა დღევანდელი საუბრის შინაარსი აქ საჯაროდ განვაცხადო. ამ საუბრიდან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ხვალ სასამართლოზე გამოვა გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიას მიაკუვთნებს ქიბარ ხალვაშს. ამ გადაწყვეტილებას ან ხვალვე და შემდეგ დღეებში მოჰყვება დაუყოვნებლივი აღსრულების გადაწყვეტილება და მოთხოვნა იყო ჩემს მიმართ, რომ მე გავწეულიყავი", - განაცხადა გუშინ გვარამიამ.