„დღის თემა - წამების ამსახველი ვიდეო

„დღის თემა - წამების ამსახველი ვიდეო"- უკრაინული სააგენტო მორიგ სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს

„დღის თემა - წამების ამსახველი ვიდეო" - უკრაინული სააგენტო „კიევნიუსი" ამ სათაურით აქვეყნებს საქართველოში, წინა ხელისუფლების დროს გადაღებულ მორიგ სკანდალურ ვიდეოს.

ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

ვიდეოკადრებში, რომელიც „კიევნიუსმა" გაავრცელა, მამაკაცზე სექსუალური ძალადობაა ასახული.

უკრაინული მედია საუბრობს წინა ხელისუფლების წარმატებულ რეფორმებზე და აღნიშნავს, რომ ამ რეფორმების მიღმა ადამიანებზე ფიზიკური, მორალური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა.