ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური მდივნის დღეს გაკეთებულ განცხადებას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გამოეხმაურა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ნიკა გვარამიამ ჩვენება უნდა მისცეს, თუ ვინ მიაწოდა მას ის ინფორმაცია, რაც ბრიფინგზე გააჟღერა.
"ნიკა გვარამია არ არის მეორეხარისხოვანი პიროვნება ხომ? თუ ასეთ განცხადებას აპირებს, დღესვე აუცილებლად ჩვენებები უნდა მისცეს რომელმა იდიოტმა, ან რომელმა პროვოკატორმა, გაიძვერამ დაურეკა და დამატებით დაასხა ცეცხლს ნავთი. ან იქნებ იტყუება?",- აღნიშნა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიაში საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა. გვარამიას განცხადებით, მას სამთავრობო წრეებიდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ხვალ, სასამართლო „რუსთავი 2“-ს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს.
ნიკა გვარამიას თქმით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე, მოსამართლე ურთმელიძე ტელეკომპანიას ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს. მისივე თქმით, მას დაემუქრნენ, რომ თუ პროცესებს არ ჩამოშორდება, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები გასაჯაროვდება.