გვარამია: რუსთავი 2–სთვის ბოლო 3 წელი რენესანსის ხანა იყო

გვარამია: რუსთავი 2–სთვის ბოლო 3 წელი რენესანსის ხანა იყო

რუსთავი 2 –ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ეს განცხადება გადაცემა „არჩევანის“ ეთერში გააკეთა.

რუსთავი 2–ის რეიტინგზე, შემოსავლებსა და დამფუძნებლების შემონატანებზე საუბრის დროს ნიკა გვარამიამ აღნიშნა: „ბოლო რამდენიმე წელი რუსთავი2 –ს ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. მე მინდა საზოგადოებას ეს შევახსენო. ბევრი იცით ისეთი მედია, რომელსაც თავისი მფლობელებისგან არაფერი დასჭირვებია და თავისით ირჩენს თავს? ასეთი მედია არათუ ახლა, არამედ ისტორიაში არ ყოფილა. ერთადერთი ასეთი მედია არის რუსთავი 2.“

რუსთავი 2–ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ეს განცხადება ფაქტობრივ წინააღმდეგობაში მოდის რუსთავი 2–ის ამჟამინდელი მეწილეების ლევან და გიორგი ყარამანიშვილების ოფიციალურ განცხადებასთან, რომელიც 2015 წელს გავრცელდა მედიაში. ძმები ყარამანიშვილები აცხადებდნენ, რომ რუსთავი 2 –ში რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციაა განხორციელებული.