ისწავლე და ასწავლე დიმიტრი შაშკინთან ერთად

ისწავლე და ასწავლე დიმიტრი შაშკინთან ერთად

პროექტის "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში საქართველოში უცხოელი მოხალისე პედაგოგების მრავალრიცხოვანი კოჰორტის ჩამოყვანა და მათი პედაგოგიური საქმიანობა დასავლური ცივილიზაციისაკენ გზის გამკაფავ დიდ მამულიშვილურ საქმედ მიაჩნია ხელისუფლებას. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 1500–მდე უცხოელი განმანათლებლის ჩამოყვანაა დაგეგმილი, რომელთა დიდი ნაწილი რაიონებსა და სოფლებში უნდა გადანაწილდეს. 

უკვე ორი წელია საქართველოში სააკაშვილის ზემოთ აღნიშნული ხუშტური ხორციელდება. განათლების წინააღმდეგი არასოდეს არავინ ყოფილა საქართველოში, პირიქით - ამ საკითხში მსოფლიო რეკორდიც კი გვქონდა მოხსნილი უახლოესი ათწლეულების წინ, როცა უმაღლესი განათლების დიპლომის მფლობელთა რაოდენობით ცივილიზებულ სამყაროში პირველები ვიყავით, მაგრამ რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, ეს უკვე ყოველგვარი რაციონალიზმისა და მიზანშეწონილობის საზღვრებს სცილდება. 

ხელისუფლებას, რომელსაც საკუთარი კვალიფიციური პედაგოგები უმუშევრობისთვის ჰყავს განწირული და ახალი თაობის პედაგოგების გამოზრდაზე არ ზრუნავს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჰუმანიტარული დარგის სტუდენტებს დაფინანსება თითქმის მთლიანად მოუხსნა, სამაგიეროდ ყოველწლიურად გამოყოფს ათობით მილიონ ლარს, რათა საკუთარი ქვეყანა აავსოს უცხოელი ვითომ პედაგოგებით. საქმე იმაშია, რომ ამ უცხოელებში ნამდვილი პედაგოგი თითებზე ჩამოსათვლელია და უმრავლესობ საკუთარ ქვეყნებში ცხოვრებაში ხელმოცარული ადამიანები არიან, რომლებსაც ჩვენი ბედოვლათი ხელისუფლების სახით მაშველი რგოლი გამოუჩნდათ, რომლის წყალობითაც ნორმალური ხელფასებიც ეძლევათ და მათთვის უცნობ ეგზოტიკურ ქვეყანაში მოგზაურობისა და დროსტარების შესაძლებლობაც მიიღეს. 

ჯანდაბას, საქართველოს ბიუჯეტის ფლანგვა ამგვარ სულელურ პროექტში, მითუმეტეს, იგი დიდი ხანია მაინც უამრავ სიგიჟეებში იხარჯება. მაგრამ ამ საქმეში დამაფიქრებელი კითხვები ისმება, რომლებიც მეტად საჭირბოროტოა. ხელისუფლებამ, რომელმაც რამდენიმე წლის წინ უნივერსიტეტის ჭეშმარიტი პროფესურა ქუჩაში გამოყარა; ხელისუფლებამ, რომლის მიერ დამტკიცებული სასწავლო სახელმძღვანელოები სპეციალისტების აზრით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ; ხელისუფლებამ, რომელმაც ასობით სკოლა დახურა ეგრეთ წოდებული ოპტიმიზაციის ტერმინის საფარ ქვეშ... ინგლისურის სწავლების საკითხში რატომ გამოიდო თავი ისე, რომ მილიონებს არ იშურებს? ნუთუ, მართლა ჩვენი ახალგაზრდობის განათლებისთვის იღწვის? დავიჯერებდით ამას, რომ არა მრავალი საეჭვო გარემოება, რომელმაც უკვე თავი იჩინა ამ პროექტის განხორციელებისას და რომელთა მიჩქმალვასა და შენიღბვას ჩვეული ხელების გადაგრეხვის მეთოდებით ცდილობს ჩვენი ჟანდარმული რეჟიმი. 

საქმე იმაშია, რომ, ჯერ ერთი, ქართველი ახალგაზრდობის მიერ ამ ინგლისურის შესწავლაზე თავგამოდებით ხელისუფლება თავის შეფებს ამერიკაში უმტკიცებს განსაკუთრებულ ერთგულებასა და მარიონეტულ დამოკიდებულებას. ამავე დროს, ეს ხომ ჩვენთვის უცნობი ხილი არ არის – კოლონიური ქვეყნისთვის პროტექტორატი ქვეყნის ენის თავზე მოხვევით ამ უკანასკნელის პოლიტიკურ–კულტურული ექსპანსია კიდევ უფრო ძლიერდება. განა, ამ მიზნით არ ხორციელდებოდა თავის დროზე განათლების სფეროში რუსიფიკატორული პოლიტიკა საქართველოში, რომლის შედეგადაც ყალიბდებოდა ისეთი ფსიქო–პათოლოგიური პიროვნება, რომლისთვისაც რუსეთისადმი სიყვარული და ერთგულება უმთავრესი იყო და, სამწუხაროდ, ხშირად ეს საქართველოს ინტერესების ღალატის ხარჯზე ვლინდებოდა. 

ანალოგიური მიზნები ამოძრავებს ამ პროექტსაც. სწორედ ამ კოსმოპოლიტური იდეებისა და ათასგვარი სექტანტური რელიგიების მიმდევარი ამ ათასობით სუროგატი მასწავლებლის მიერ ჩვენი შვილების დამოძღვრითა და ცხოვრების სტილის გავრცელებით ცდილობენ მათში ეროვნულ–სულიერი საყრდენების მოშლასა და ზნეობრივი ტრადიციების გადაგვარებას, რაც ეროვნული თვითმყოფადობის განადგურების საფუძველია. გავიხსენოთ ერთ–ერთი მოწვეული პედაგოგის, ფლეთჩერის მიერ თავისი სექსუალურ–მანიაკალური გადახრების ინტერნეტით გავრცელება, რომლის დაცვა პირადად განათლების მინისტრმა შაშკინმა აიღო თავის თავზე.

სახელისუფლო არხების მიერ ზნეობისა და მორალის და ქართული ოჯახის კულტის წინააღმდეგ მიმართული საქართველოს ინტერესების შემლახავი ბინძური ისტერია არ იკმარეს და ახლა უშუალოდ ამ ვაიპედაგოგების ხელით მოინდომეს მომავალი თაობის ფაქიზი სულის დამახინჯება იმ ქართულ რაიონებსა და სოფლებში, სადაც ასე ადვილად ვერ შეაღწიეს ეროვნული ტრადიციული მსოფლმხედველობის ფეხქვეშ გასათელად. 

ამ კონკისტადორების ასე ხანგრძლივად ქართულ მიწაზე ასე მრავლად ჩამოყვანით და მათი ქართულ მსოფლმხედველობასთან შეუთავსებელი ცხოვრების წესით, ცივილიზაციის სახელით, უამრავ ახლგაზრდას ეწამლება სული და გონება. იგივე მიზანი ამოძრავებს ნაციონალურ ხელისუფლებას, რომელიც სხვისკენ იშვერს ხელს, როცა მოღალატეებისა და მეხუთე კოლონის წოდებებს არიგებს, მაგრამ, თუ დავუკვირდებით, ამ ანტიქართული პროექტის განხორციელებით, რომელსაც მენტალურ რევოლუციას უწოდებს, შორს გამიზნულ მოღალატურ პოლიტიკას ატარებს – აღზარდოს კოსმოპოლიტურ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიითა და მორალით ტვინგამორეცხილი თაობები, რათა საქართველო ტურისტული სექსინდუსტრიის პლაცდარმად აქციოს. ტყუილად კი არ არის ტურიზმი გამოცხადებული ქვეყნის მთავარ ეროვნულ პროგრამად. ჰოდა, ამ პროგრამის წარმატებით განხორციელებას, ანუ მილიონობით ტურისტის მოზიდვას ქვეყანაში ჰომოსექსუალური კარნავალების ჩატარება და ნუდისტური პლაჟების მოწყობა სჭირდება. 

ჰომოსექსუალთა პარადის მოწყობის მცდელობა იყო კიდეც ბათუმში გასულ ზაფხულს, მაგრამ საზოგადოების მასობრივმა აღშფოთებამ ხელისუფლებას უკან დაახევინა ამ ჩანაფიქრის აღსრულებაში. ამდენ თვალებამღვრეულ ტურისტს კი შესაბამისი ათასობით და ათიათასობით მოსამსახურე პერსონალი სჭირდება, ანუ კულტურულად რომ ვთქვათ, ღამის პეპლები, ხოლო პირდაპირ თუ ვიტყვით – ბოზებისა არმია, რომელთა ფსიქოლოგიური ჩამოყალიბება ნორჩი ასაკიდან ბევრად იოლია. ამიტომაც ტელევიზიებით ჰომოსექსუალიზმისა და თავისუფალი სექსის საჯარო პროპაგანდა, სკოლებში ამ პროპაგანდის მატარებელი სახელმძღვანელოების შეტანის მცდელობები და არატრაციული ფსიქოლოგიის მქონე უცხოელი მასწავლებლებით ქართული რეგიონების ავსება არის მიზანდასახული ქმედება, რომლებიც ხელისუფლების სტრატეგიულ ამოცანებში ზის – რაც შეიძლება სწრაფად გადააქციონ ქვეყანა მსოფლიოს ფინანსურად ძლიერი ქვეყნების სექსთავგადასავლების მოყვარული მოქალაქეებისათვის მიმზიდველ კუთხედ, რომელთა დოლარებით უნდა შეივსოს ნაცმთავრობის ბიუჯეტი, რომელიც უმეტესად, პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით, ისევ ნაცელიტის კეთილდღეობისთვის იხარჯება. 

ამავე დროს, ამგვარი ეკონომიკური პროგრამები მოწონებულია და ნაწილობრივ – დაფინანსებულიც, იმ ჰეგემონისტური მიზნების მქონე ქვეყნების მიერ, რომელთა ინტერესებშია ყველაზე მეტად ქართველი ხალხის მენტალური გარდაქმნა, რათა გაუადვილდეთ მისი დამორჩილება და საკუთარი ინტერესების სამსახურში ჩაყენება საქართველოს ინტერესების შელახვის ხარჯზე. 

ასე რომ, ნაციონალური ლოზუნგები უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევის შესახებ, ხოლო რეალურად ქვეყანაში მხოლოდ ტურიზმის განვითარების პროგრამების განხორციელება ემსახურება სრულ ეროვნულ გადაგვარებას და ერის ფიზიკურ გადაშენებას, რადგან ერის ეთნოფსიქიკის ის მენტალური ცვლილებები, რაც დაგეგმილი აქვს ხელისუფლებას, ნამდვილად არ შეესაბამება მისი ძირეული პრობლემების აღმოფხვრას, რაც გამოიხატება ხალხის კეთილდღეობის ზრდაში, ქართული კულტურის განვითარებასა და მისი საარსებო სივრცის შენარჩუნების მიზნით ქართული ოჯახების გამრავლება–გაძლიერებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნაში