"სახალხო დამცველის აპარატისთვის დაწესებულებებში ფოტოგრაფირების უფლების მიცემა პოლემიკის საგანი იყო"

სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის შეფასებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ფოტოგრაფირების უფლების მინიჭება სახახლო დამცველის აპარატისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

კახიშვილის თქმით, აღნიშნული ბრძანების დახვეწაზე მუშაობა მიმდინარეობს სახალხო დამცველის აპარატსა და სასჯელაღსრულების უწყებას შორის. 

"ჩვენ გადავდგით ძალიან პრინციპული ნაბიჯი. ძალიან სერიოზული პოლემიკის და დისკუსიის საგანი იყო, მისცემობდა თუ არა სახალხო დამცველს ფოტოგრაფირების უფლება. ჩვენ მივიღეთ საკანონმდებლო ცვლილებები და სახალხსო დამცველს, მის წარმომადგენელს 2016 წლიდან მიეცემა საშუალება თავად ბრალდებულის და მსჯავრდებულის სხეულზე არსებული დაზიანების ფოტოგრაფირების, ასევე მათი განთავსების და სანიტარულ-ჰიგიენური ადგილების გადაღების უფლება. ახლა ჩვენ ამ ბრძანების დახვეწაზე ვმუშაობთ. ერთია, რომ კანონში რეგულაცია არის, მეორეა, რომ უნდა იყოს წესები შემუშავებული, რომ ეს სურათები გამოყენებული იქნას საქმისთვის და არა რაღაც უაზრო პიარისთვის", -განაცხადა კახიშვილმა.