მთავრობა მზად არის, პენსიის გაზრდის საკითხზე პარლამენტთან ერთად იმუშაოს

მთავრობა მზად არის, პენსიის გაზრდის საკითხზე პარლამენტთან ერთად იმუშაოს

საქართველოს მთავრობა მზად არის, 2016 წლისათვის პენსიის გაზრდის საკითხზე პარლამენტთან ერთად იმუშაოს. ასეთი მზაობა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გამოხატა.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ კიდევ ერთხელ დასვა პენსიის გაზრდის აუცილებლობის საკითხი და განაცხადა,რომ ეს არ არის თემა, რაც შეიძლება დაკავშირბული იყოს არჩევნებთან, ან პოპულიზმთან.

ხუნდაძის შეფასებით, პენსიის გაზრდის რესურსი საბიუჯეტო პროექტით არსებობს. მისი თქმით, ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი გაზრდილია. დეპუტატმა ის მიმართულებები დაასახელა, საიდანაც მისი აზრით, შეიძლება რესურსის გამონახვა.

"წინასწარ ვერ ვიტყვით, რომელ კატეგორიის და რა მიზნობრივ ჯგუფისთვის შეიძლება ზრდა, მაგრამ მუშაობა შესაძლებელია თქვენს კომიტეტთან ერთად. იგივე ჯანდაცვის სამინისტროსთან და მთავრობის ყველა წევრი უნდა იყოს ამ პროცესში ჩართული. პრიორიტეტები ასარჩევია და რესურსი გადასანაწილებელია. შესაძლოა შემდეგ რესურსები დაკორექტულდეს. კონკრეტულ ციფრებს ვერ ვიტყვით, სამუშაოდ მზად ვართ და გადაწყვეტილება ერთად მივიღოთ, რომელი ჯგუფია პრიორიტეტია და რა დროიდან", - განაცხადა კაკაურიძემ კომიტეტის სხომაზე.