გამოკითხულთა 44% დავით ნარმანიას საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 36% - ცუდად

გამოკითხულთა 44% დავით ნარმანიას საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 36% - ცუდად

NDI-ის გამოკითხულთა 36% თბილისის მერს, დავით ნარმანიას საქმიანობას ცუდად აფასებს. კითხვაზე - როგორ აფასებთ თბილისის მერ დავით ნარმანიას საქმიანობას, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: კარგად - 12%, საშუალოდ - 44%, ცუდად - 36%, არ ვიცი -7%.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 4 448 ადამიანი, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRCC-საქართველო ატარებს.

აღნიშნული კვლევა ძირითადად, ადგილობრივ თვითმმართველობების საკითხებზეა ორიენტირებული. კვლევის მეორე ნაწილი კი, რომელიც პოლიტიკურ რეიტინგებს და საგარეო ურთიერთობების საკითხებს მოიცავს, ხუთშაბათს გამოქვეყნდება.