ერაყში, ავიაიერიშის შედეგად თარხან ბათირაშვილი, მეტსახელად უმარ ალ-შიშანი დაიღუპა. ამის შესახებ რუსული მედია, ირანულ სააგენტო "ირნა"-ზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც სააგენტო ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ავტოკოლონა დაბომბეს, რომელშიც "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი და კიდევ რამდენიმე საველე მეთაური იმყოფებოდნენ. ავიერიშის შედეგად ალ-ბაღდადი დაიჭრა, მისი 3 მოადგილე კი - უმარ ალ-შიშანი, აბუ საიდ ალ-კარბული და აბუ ანის ას-სური დაიღუპნენ", - წერს "ირნა".
ერაყულმა თვითმფრინავებმა ავიადარტყმა ერაყის დასავლეთში, პროვინცია ანბარში, სირიის საზღვრის სიახლოვეს მიიტანეს.