მოსკოვში, ტერაქტის მზადებაში ეჭვმიტანილი 3 პირი დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო "ტასს" რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში განუცხადეს. ბინაში, სადაც ბოროტმოქმედები იმყოფებოდნენ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.
წინასწარი მონაცემებით, მისი სიმძლავრე 4 კგ ტროტილის ექვივალენტს აღემატებოდა.
სპეცოპერაციის დროს საცხოვრებელი სახლიდან 120-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.