უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, დონბასში ვითარების პოლიტიკური გზით დარეგულირება მხოლოდ არჩევნების ჩატარების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
როგორც "ინტერფაქს უკრაინა" იტყობინება, ამის შესახებ პოროშენკომ ერისადმი მიმართვაში განაცხადა.
"მე, როგორც პრეზიდენტს, მჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა. უმაღლესი რადას გარეშე არჩევნები ვერ ჩატარდება, მაგრამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გარეშე პოლიტიკური დარეგულირება ჩიხში შევა", - განაცხადა პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტის მოსაზრებით, დონბასზე კონტროლის აღდგენის გარეშე უკრაინა ყირიმის დაბრუნებას ვერ შეძლებს.
პოროშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია და მზად არის აგრესორს წინააღმდეგობა ნებისმიერ დროს გაუწიოს.