NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ 2014 წლის ივნისის შემდეგ მისი საცხოვრებელი პირობები იგივე დარჩა

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ 2014 წლის ივნისის შემდეგ მისი საცხოვრებელი პირობები იგივე დარჩა

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ 2014 წლის ივნისის შემდეგ ქალაქსა, თუ სოფელში საცხოვრებელი პირობები იგივე დარჩა.

გამოკითხულთა 9% აცხადებს, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, 2014 წლის ივნისის შემდეგ საცხოვრებელი პირობები მის ქალაქში/სოფელში გაუმჯობესდა, 47% - იგივე დარჩა, 43% - გაუარესდა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 4 448 ადამიანი, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRRC-საქართველო ატარებს.

აღნიშნული კვლევა ძირითადად, ადგილობრივ თვითმმართველობების საკითხებზეა ორიენტირებული. კვლევის მეორე ნაწილი კი, რომელიც პოლიტიკურ რეიტინგებს და საგარეო ურთიერთობების საკითხებს მოიცავს, ხუთშაბათს გამოქვეყნდება.