რუსული ავიაციის იერიშების გამო, ოპოზიციური და რევოლუციური ძალების ეროვნულმა კოალიციამ სირიის კონფლიქტის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს.
კოალიციამ უარი განაცხადა სამუშაო ჯგუფების კონსულტაციებში მონაწილეობაზე და აცხადებს, რომ მოლაპარაკებების აღდგენა მხოლოდ რუსეთის აგრესიის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
„რუსეთის აგრესია საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა. ისინი მხარს ასადის რეჟიმს უჭერენ. რუსეთი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის. სწორედ ეს ქმედებები გახდა ჩვენი მხრიდან მოლაპარაკებების პროცესისთვის ბოიკოტის გამოცხადებისა. საჭიროა, რომ დასრულდეს რუსეთის ავიაციის იერიშები“, - განაცხადა კოალიციის წარმომადგენელმა ხიშამ მარვამ.